2021-03-03 13:26:27
სახელმწიფოს ინტერესებში არ არის რომელიმე პარტიის ოფისის დარბევა, ნუ ვეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში – ქადაგიშვილი

სახელმწიფოს ინტერესებში არ არის რომელიმე პარტიის ოფისის დარბევა, ნუ ვეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტს გამოეხმაურა.

„თავდამსხმელები დაკავებული არიან, გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები დაისჯებიან. „ქართული ოცნებისა“ და სახელმწიფოს ინტერესებში არანაირად არ არის რომელიმე პარტიის ოფისის დარბევა, ეს ხომ კონტრპროდუქტიულია მმართველი პარტიისთვის და ე.წ. რადიკალური ოპოზიციისთვის სპეკულაციის საგანი ხდება. ამიტომ ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში, ამას არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს მმართველ პარტიასთან, პრემიერ-მინისტრთან და ა.შ.“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამავე თემაზე