2021-03-03 12:16:25
ჩემს ადგილს ყველგან ვიპოვი, პოლიტიკაშიც, ჟურნალისტიკაშიც და ბოლო-ბოლო სიმღერებს დავწერ, რა! – ინაშვილი

ჩემს ადგილს ყველგან ვიპოვი, პოლიტიკაშიც, ჟურნალისტიკაშიც და ბოლო-ბოლო სიმღერებს დავწერ, რა! – ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა TV პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა.

"მითიური მხარდამჭერები, ავატარები ქართულმა ოცნებამ შეუქმნა [ნაციონალურ მოძრაობას]. ასე გააყალბეს არჩევნები ჩვენ საწინააღმდეგოდ, იცით, რატომ? ქართული ოცნება ჰპირდებოდა სააკაშვილის პარტიასა და სხვებს, რომ აი, ამათ გავწევ, გავანადგურებ და სამაგიეროდ თქვენ იქნებით პარლამენტშიო და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ერთმანეთი! ერთმანეთის ღირსია ეს ორი პოლიტიკური მინდორი და დაჯგუფა, თუ რაც ჰქვიათ. მე მინდა, ხალხი დაფიქრდეს ამაზე, თორემ მე ჩემს ადგილს ყველგან ვიპოვი, პოლიტიკაშიც, ჟურნალისტიკაშიც და ბოლო-ბოლო სიმღერებს დავწერ, რა!." – აცხადებს ინაშვილი.

ამავე თემაზე