2021-03-03 11:56:52
მელია დაჭერილი არ არის, გასაღები მის ხელშია და შეუძლია, კარები გააღოს და გამოვიდეს – კახაძე

მელია დაჭერილი არ არის, გასაღები მის ხელშია და შეუძლია, კარები გააღოს და გამოვიდეს – ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ლადო კახაძემ ფორმულასთან საუბრისას განაცხადა.

"გასაღები ნიკა მელიას ხელშია. პირდაპირ განაცხადა პროკურატურამ, რომ ჩვენი თვითმიზანი მისი დაჭერა არ არისო. მელია დაჭერილი არ არის, როგორ არის დაჭერილი? პროკურატურამ ცალსახად თქვა, რომ გასაღები მის ხელშია. კარების გასაღები მის ხელშია, შეუძლია, გააღოს და გამოვიდეს. ეს დაჭერილია? ეს არის დაკვეთა. დაკვეთა სხვა ქვეყნიდანაა და ვიცით საიდანაც მოდის, რომ გაამწვავოს პოლიტიკური სიტუაცია. ამას ხვდება მთელი მსოფლიო. თვალები ბევრ რამეზე ამეხილაო მიშელმა თქვა. ჩამოვიდა და ყველაფერი ნახა, არა მარტო საზღვარი თუ რას გვიშვრებიან რუსები - გვაუბედურებენ და გვაწიოკებენ." – განაცხადა კახაძემ.

ამავე თემაზე