2021-03-03 10:35:56
ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 22 857 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 857 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 301 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსის 3 783 528 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 87 246 ადამიანი გარდაიცვალა.

ამავე თემაზე