2021-03-03 09:56:59
მთავარი პრობლემა არის გაყალბებული არჩევნები...თორემ ნიკა მელია შეიძლება ხვალ გამოუშვან, მაგრამ ბრძოლა კი არ დამთავრდება – კაპანაძე

მთავარი პრობლემა არის გაყალბებული არჩევნები...თორემ ნიკა მელია შეიძლება ხვალ გამოუშვან, მაგრამ ბრძოლა კი არ დამთავრდება – ასე პასუხობს კითხვას "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე კითხვას, "რა მოხდება, თუ ხელისუფლება მხოლოდ ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებაზე დათანხმდება". 

"​აქ ხომ მთავარი ის არაა, რომ მელია და რურუა გამოუშვან – მელია გარეთ იყო რამდენიმე დღის წინ და დაიჭირეს. მაგ ლოგიკაში თუ შევყევით ხელისუფლებას, რომ ახლა ვიღაცას დაიჭერენ, მერე გამოუშვებენ და ეს იქნება გაყიდული, როგორც კონსტრუქციულობა, ეს იქნება კატასტროფა. მთავარი პრობლემა შეიქმნა გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ამიტომ მთავარი პრობლემაც არის გაყალბებული არჩევნები...თორემ ნიკა მელია შეიძლება ხვალ გამოუშვან, მაგრამ ბრძოლა კი არ დამთავრდება, გაგრძელდება ახალი ენერგიით." – აცხადებს კაპანაძე.

ამავე თემაზე