2021-03-02 19:30:55
ოპოზიციისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი პარლამენტში შემოსვლაა – შალვა პაპუაშვილი

ოპოზიციისთვის, ყველაზე კარგი გამოსავალი პარლამენტში შემოსვლაა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის„ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

„ამ პარლამენტში, უკვე მერამდენედ მეორდება ისტორია. გვახსოვს წინა შეთანხმებები ოპონენტებთან - საარჩევნო რეფორმაზე, კონსტიტუციის ცვლილებაზე და საბოლოო ჯამში, მათ ამაში არანაირი მონაწილეობა არ მიიღეს. ახლაც იგივე მეორდება. საარჩევნო რეფორმაში, რომელიც იყო შეთანხმების მცდელობის ერთ-ერთი საკითხი და რომელიც დღეს დავაინიცირეთ, ამაშიც არ მონაწილეობენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე