2021-03-02 19:01:20
ალექსეი ნავალნის საქმეზე აშშ-მა რუს მაღალჩინოსნებს პერსონალური სანქციები დაუწესა

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრების საქმეზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუს მაღალჩინოსნებს პერსონალური სანქციები დაუწესა.

როგორც თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განაცხადა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი სასანქციო სიაში შვიდ რუს მაღალჩინოსანს შეიყვანს.

დღეს ალექსეი ნავალნის საქმეზე ევროკავშირმა რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.

პერსონალური სანქციები დაუწესდა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, გენერალურ პროკურორს, როსგვარდიის ხელმძღვანელსა და სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის უფროსს.

ამავე თემაზე