2021-03-02 18:51:14
ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ - ზურაბიშვილი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით ჩატარებულ შეხვედრას, რომელიც გუშინ ორბელიანების სასახლეში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შედგა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე ეხმაურება. 

ზურაბიშვილი წერს, რომ მხარეებს შორის გუშინდელი შეხვედრა "კარგად გააზრებული არ არის" და ევროკავშირმა ამ მოლაპარაკებების პროცესში ჩართვით "გვაჩვენა, რომ ევროპა არა თუ გასულია ამ რეგიონიდან და ამ ქვეყნიდან, არამედ პირიქით, საქართველოს დემოკრატიულობა, სტაბილურობა და განვითარება ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ევროპისათვის". 

"ამ ფონზე კი, პირდაპირ საკვირველია დღევანდელი რეაქციები, დაწყებული იმით, რომ კითხულობენ - სად იყო პრეზიდენტი, დამთავრებული - პიკეტირებით, თუ ახალი დაკავებებით. ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს. ჩვენგან ელიან მეტ თანმიმდევრულობას, მეტ კონსტრუქციულობას, მეტ სახელმწიფოებრივ მიდგომას, ანუ ჭეშმარიტ პატრიოტიზმს", - წერს ზურაბიშვილი.

ამავე თემაზე