2021-03-02 18:27:16
თუ, მართლაც ატყდებიან სამგლე გოჭებივით და უარს იტყვიან ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, ამას მოჰყვება ისეთი სანქციები, ორი ქათამი აღარ დარჩეთ ეზოში - ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავს, ამას ევროპისა და აშშ-ს მხრიდან საქნციები მოჰყვება.

"მას შემდეგ რაც ღარიბაშვილმა გააკეთა ძალიან ამაყი განცხადება, რომ ახალი არჩევნები არის მათთვის წითელი თუ ლურჯი ხაზი, 15 წუთის შემდეგ ცხვირწინ დაუდეს დოკუმენტის პროექტი, 6-პუნქტიანი, რომლის მეხუთე პუნქტი პირდაპირ საუბრობს ახალ საპარლამენტო არჩევნებზე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ, მართლაც ატყდებიან სამგლე გოჭებივით და უარს იტყვიან ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, ამას მოჰყვება ისეთი სანქციები, ევროპა-ამერიკიდან, რომ შეიძლება ორი ქათამი აღარ დარჩეთ ეზოში", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები "არ განიხილება" და ის "წითელი ხაზია".  

ამავე თემაზე