2021-03-01 19:23:12
არ ესმით ევროპელებს ოპოზიცია პარლამენტში რატომ არ შედის – ელისაშვილი

არ ესმით ევროპელებს, ოპოზიცია პარლამენტში რატომ არ შედის, ასე პირდაპირ, არ ესმით... და კიდევ ბევრი რამ არ ესმით – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში შარლ მიშელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ასეთი მეგობრები ჩვენს ქვეყანას 90-იანების დასაწყისში რომ ჰყოლოდა, როგორი კარგი ქვეყანა ვიქნებოდით და ჩვენ არ დაგვატყდებოდა თავს ის, რაც ქართველმა პოლიტიკოსებმა ერთმანეთს უკომპრომისობით დაატეხეს. შეხვედრაზე ძალიან გულახდილი ლაპარაკი იყო და პირდაპირ იყო დაუფარავად მოწოდება, რომ ორივე მხარე კომპრომისზე უნდა წავიდეს.

არ ესმით ევროპელებს, ოპოზიცია პარლამენტში რატომ არ შედის, ასე პირდაპირ, არ ესმით... და კიდევ ბევრი რამ არ ესმით. კომპრომისები და დიალოგი ქვეყანას სჭირდება, დიალოგს ალტერნატივას არ აქვს. ძალიან მოულოდნელი იყო, რომ შეხვედრის დასასრულს გვითხრა - დღეს თქვენ „ქართულ ოცნებას“ უნდა შეხვდეთო, ცოტა დამაბნეველიც იყო, მაგრამ თითქმის ყველა მხარისგან იყო მზაობა, აგაშენებს ღმერთი-თქო, კინაღამ ხმამაღლა დავიძახე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამავე თემაზე