2021-02-26 17:47:28
კიდევ ერთხელ მოგეცა შანსი ქვეყნის სამსახურში ჩადგე, შეეშვი პროვოკაციებს – ზარქუა მელიას

კიდევ ერთხელ მოგეცა შანსი რომ შენ ქვეყნის სამსახურში ჩადგე, შეეშვი პროვოკაციებს – ასე მიმართავს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან საუბრისას, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას.

„მინდა მივმართო ნიკა მელიას, მეგობარმა, კიდევ ერთხელ მოგეცა შანსი რომ შენ ქვეყნის სამსახურში ჩადგე, შეეშვი პროვოკაციებს, სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს, მაინც არაფერი გამოდის, გირჩევდი გადაიხადო გირაო, გამოხვიდე და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთო, ქვეყანას მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ამავე თემაზე