2021-02-26 17:39:44
საქართველოში დიდი მხარდაჭერა გამაჩნია, დაახლოებით 60-70 პროცენტი ქვეყანაში ჩემს დაბრუნებას მიესალმება – სააკაშვილი

საქართველოში დიდი მხარდაჭერა გამაჩნია, დაახლოებით 60-70 პროცენტი ქვეყანაში ჩემს დაბრუნებას მიესალმება – ამის შესახებ განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "დოჟდისთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრისას გააკეთა.

"დიახ, სიმართლეა, რომ საქართველოში მე დიდი მხარდაჭერა გამაჩნია, დაახლოებით 60-70 პროცენტი ქვეყანაში ჩემს დაბრუნებას მიესალმება, თუმცა მე კონკრეტული თარიღი დაბრუნებასთან დაკავშირებით არასდროს დამისახელებია. მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ.

ყოველთვის მზად ვიყავი დახმარებისთვის, ამავდროულად, არ მინდოდა ხელი შემეშალა ოპოზიციური ერთიანობისთვის, რადგან რომელიღაც ოპოზიციურ პარტიას არ მოსწონდა, რომ მე ვიყავი ყველაზე პოპულარული, ჩვენ კი უმრავლესობა გვჭირდებოდა და არა პირველობა," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ამავე თემაზე