2021-02-24 13:10:07
ვიწყებთ მუშაობას საერთაშორისო სანქციებზე იმ პოლიციელების, მაღალჩინოსნების, პროკურორების, მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან კანონის უზენაესობას – დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „იწყებენ მუშაობას საერთაშორისო სანქციებზე იმ პოლიციელების, მაღალჩინოსნების, პროკურორების, მოსამართლეების წინააღმდეგ, ვინც ხელს უშლიან კანონის უზენაესობას და დემოკრატიას“.

საერთაშორისო გამოხმაურებებს გამოხმაურებებს ვერ ვუწოდებდი, ეს არის ტალღა, რომელმაც პრაქტიკულად წალეკა „ქართული ოცნება“. მინდა, ვუთხრა ხელისუფლებას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ მსახურებს, რომ ამ ტლღის შემდეგ არის მეორე ძალიან დიდი ტალღა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ასე ვთქვათ, ძალიან მალე დაწესდება – ეს არის საერთაშორისო სანქციები, მათ შორის ჩვენ მუშაობას ვიწყებთ საერთაშორისო სანქციებზე არა მხოლოდ მთავარი ოლიგარქის წინააღმდეგ, რომელზეც დიდი ხანია, ვმუშაობთ, არამედ ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, იმ პოლიციელების, მაღალჩინოსნების, პროკურორების, მოსამართლეების, ვინც უშლიან ხელს კანონის უზენაესობას და დემოკრატიას. მაგალითად, როგორც ეს ბელორუსიაში იყო. ამაზე მქონდა გუშინ საუბარი მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ კონკრეტულ ადამიანებზე ასეთი სანქციები არის აუცილებელი, მათი გვარები აუცილებლად იქნება გამოაშკარავებული“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამავე თემაზე