2021-02-23 20:05:12
საქართველოს ხელისუფლება განზრახ ანგრევს დემოკრატიას, რისკავს, რომ ის ბელარუსად აქციოს – ჰოკმარკი

საქართველოს ხელისუფლება განზრახ ანგრევს დემოკრატიას, რისკავს, რომ ის ბელარუსად აქციოს – ასე ეხმაურება, ყოფილი ევროპარლამენტარი EPP-დან, გუნარ ჰოკმარკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას. 

"ეს სერიოზულია. საქართველოს ხელისუფლება განზრახ ანგრევს დემოკრატიას, რისკავს, რომ ის ბელარუსად აქციოს. ეს ვერ ჩაივლის ისეთი შედეგების გარეშე, რაც დაკავშირებულია ასოცირების ხელშეკრულებასა და უვიზო მიმოსვლასთან. ევროკავშირი მტკიცედ უნდა დადგეს".

ამავე თემაზე