2021-02-23 19:02:52
მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა, იგივე აზრზე ვრჩებით და ამ აზრიდან არსად წავსულვართ – მდინარაძე

მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა, იგივე აზრზე ვრჩებით და ამ აზრიდან არსად წავსულვართ – ამის შესახებ განცხადება, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

„მით უმეტეს, განსაკუთრებული არაფერი ხდება, მხოლოდ კანონია აღსრულებული პოლიციელების მიერ. ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდა არასოდეს არ დაგვიტოვებია. ამ პროცესში მაქსიმალური გავაკეთეთ და წინადადებები მაგიდაზე დავდეთ.

რომელიმე ოპოზიციონერი ისეთი თუ აღმოჩნდება, რომელიც რაციონალურად, კანონის მიერ, ლეგიტიმურ ჩარჩოში დარჩება ან მოუწევს დარჩენა, იფიქრებს სწორად და სახელმწიფოებრივად, არა ისე, რომ ქვეყანა დააზიანოს და ქაოსისკენ წაიყვანოს, ამ შემთხვევაში, ჩვენ იქ ვართ, არსად წავსულვართ;

მობრძანდნენ, ილაპარაკონ ნებისმიერ თემაზე, რაც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. ულტიმატუმების ენით საუბარი და შეუსრულებელი პირობების განზრახ დაყენება მოლაპარაკებების პერსპექტივას ახშობს. მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა, იგივე აზრზე ვრჩებით და ამ აზრიდან არსად წავსულვართ“, – აცხადებს მდინარაძე.

ამავე თემაზე