2021-02-23 19:02:49
უკიდურესად სულელური ნაბიჯი, სამწუხარო დღეა დემოკრატიისთვის – კინზინგერი

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი, „ტვიტერზე“ ეხმაურება და წერს, რომ სულელური ნაბიჯია საქართველოს მთავრობის მიერ ლეგიტიმური პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ.

"წარმოუდგენლად სულელური ნაბიჯია საქართველოს მთავრობის მიერ ლეგიტიმური პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ. საქართველოში დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა". – წერს ის. 

ამავე თემაზე