2021-02-23 17:48:51
ხელისუფლება დიქტატორული მმართველობის გზას დაადგა – მწერლები და გამომცემლები

ქართველი მწერლები და გამომცემლები საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ მისიებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე უცხოელ კოლეგებს და საქართველოს ნიკა მელიას საქმესა და მიმდინარე მოვლენებზე მიმართავენ და სთხოვენ, გაიზიარონ საფრთხე და გამოხატონ სოლიდარობა სამართლიანი ბრძოლის მიმართ. 

"23 თებერვალი ტრაგიკული თარიღია საქართველოს ისტორიაში, ამ დღეს ცრემლით,  ტკივილით, მაგრამ სიამაყით ვიხსენებთ ქართველ იუნკერებსა და ათასობით მებრძოლს,  რომლებმაც 1921 წელს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას გმირულად შესწირეს თავი.  უდიდესი მსხვერპლის ფასად, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა.  

25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი გასტანა. დღეს,  ამ მოვლენებიდან 100 წლის თავზე, საქართველო და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მიღწევები ისევ უდიდესი საფრთხის წინაშეა.  

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დიქტატორული მმართველობის გზას დაადგა და სახელმწიფო ინსტიტუტების უზურპაციის შემდეგ, პოლიტიკური მოწინააღმდეგების დევნა და დაპატიმრება დაიწყო. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ასეთი პროცესები,  საქართველოს ჩამოშორება დემოკრატიული განვითარების გზას და ქვეყნის დასავლური კურსის ღალატი, მხოლოდ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებში შედის და მათი უშუალო მონაწილეობით ხორციელდება.  

ქართველი მწერლები და გამომცემლები მოგმართავთ ყველას, ჩვენს მეგობრებსა და გულშემატკივრებს, გაიაზროთ საფრთხე, რომელიც ჩვენ წინაშე დგას და კიდევ ერთხელ

გამოხატოთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენი სამართლიანი ბრძოლისადმი, რომელიც მიმართულია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვისაკენ". - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: 

  • რუსუდან მოსიძე 
  • გვანცა ჯობავა 
  • პაატა შამუგია 
  • ირაკლიკაკაბაძე 
  • ზვიად კვარაცხელია 
  • მაია კუდავა 
  • ხათუნა თავდგირიძე 
  • ირინე ჩოგოშვილი 
  • ნესტან ნენე კვინიკაძე 
  • ლაშაბუღაძე 
  • ნათია გიორგაძე 
  • ბუბა კუდავა 
  • დათო გორგილაძე 
  • ზაზა კოშკაძე 
  • მედეა იმერლიშვილი 
  • ნატო ინგოროყვა 
  • ნინა სურამელაშვილი 
  • ბექა ადამაშვილი 
  • რატი ამაღლობელი 
  • ჯაბა ზარქუა 
  • კახმეგ კუდავა 
  • რუსუდან რუხაძე 
  • ეკატერინე ტოგონიძე 
  • თამარ კვიჟინაძე 
  • ქეთი ნიჟარაძე 
  • ბელა ჩეკურიშვილი 
  • ბესო სოლომანაშვილი 
  • გაგა ნახუცრიშვილი 
  • მანანა მათიაშვილი 
  • დარეჯან კიკოლიაშვილი 
  • ლუკა ბაქანიძე 
  • მაია ალუდაური
ამავე თემაზე