2021-02-23 17:47:39
ახალი დემოკრატიული არჩევნები შეიძლება იყოს სიტუაციიდან გამოსავალი – EPP მელიას დაკავებაზე

ევროპის სახალხო პარტია ნიკა მელიას დაკავებას დემოკრატიაზე თავდასხმას უწოდებს და აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი შეიძლება იყოს ახალი დემოკრატიული არჩევნები. 

"ნიკა მელიას დაკავება და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისზე შტურმი საქართველოს დემოკრატიაზე თავდასხმაა. ოპონენტების დევნა უნდა შეწყდეს, აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია და პოლიტიკური დიალოგის განახლება. ახალი დემოკრატიული არჩევნები შეიძლება იყოს გამოსავალი". - წერია EPP-ის განცხადებაში. 

ამავე თემაზე