2021-02-23 17:44:31
ივანიშვილს და მის მარიონეტებს ჰგონიათ, რომ მოქალაქეთა ნახევარი მაინც მათ უჭერს მხარს ან, ყოველ შემთხვევაში, აქტიურ პროტესტში არ ჩაერთვებ – ზაალ ანდრონიკაშვილი

ივანიშვილს და მის მარიონეტებს ჰგონიათ, რომ მოქალაქეთა ნახევარი მაინც მათ უჭერს მხარს ან, ყოველ შემთხვევაში, აქტიურ პროტესტში არ ჩაერთვებ – წერს სოციალურ ქსელში, პროფესორი, კულტურის კვლევების მიმართულებით ზაალ ანდრონიკაშვილი.

"მეგობრებო, პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოების ოპოზიცია მეტ-ნაკლებად შეთანხმებულია იმაზე, რომ დემოკრატიის სასიცოცხლო საფრთხესთან გვაქვს საქმე. ზოგმა მეტად მკაცრად შეაფასა სიტუაცია და ზოგმა ნაკლებად, მაგრამ პრინციპში ყველა საერთო აზრზეა.

პრობლემა აქ არაა. პრობლემა იმაშია, რომ ივანიშვილს და მის მარიონეტებს ჰგონიათ, რომ მოქალაქეთა ნახევარი მაინც მათ უჭერს მხარს ან, ყოველ შემთხვევაში, აქტიურ პროტესტში არ ჩაერთვება. მთავარი მართლაც იქნება ამ ახლა შედარებით პასიური მოქალაქეების მობილიზაცია. მათ უნდა იგრძნონ ან დაიჯერონ, რომ ის რაც ხდება პირდაპირ ეხება მათაც, რომ დემოკრატიის დამარცხება მათი დამარცხებაც იქნება.

ამდენი წლის გაწვალებული და აპათიაში ჩავარდნილი მოქალაქეების დარწმუნება ადვილი საქმე არ იქნება და, მართალი გითხრათ, არც კი ვიცი რამ შეიძლება დაარწმუნოს. მარტო პოლიტიკური და სამოქალაქო ოპოზიცია ძალიან ცოტაა ზღვარგადასული რეჟიმის დემოკარტიულ სივრცეში დასაბრუნებლად. აუცილებელია საერთო კონსენსუსის გამომუშავებისას მკაფიოდ ჩანდეს კონკრეტული სიკეთეები მოქალაქეებისათვის: პოლიტიკური შეთანხმება უნდა მოხდეს მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების შესახებ." – წერს ანდრონიკაშვილი.

ამავე თემაზე