2021-02-23 17:31:03
100%-ით ნიკა მელიას დამსახურებაა, რომ დღეს შტურმის დროს არავინ დაშავებულა - ბიწაძე

პარტია "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ანზორ ბიწაძის თქმით, ის რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევისას არავინ დაშავებულა ნიკა მელიას დამსახურებაა.

"100%-იანი დამსახურებაა ნიკა მელიასი, რომ დღეს არავინ არ დაშავებულა და დღეს ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ უზადო ოპერაცია ჩავატარეთ და არავინ არ დაშავებულაო. ის, რომ არავინ დღეს არ დაშავდა და დაზარალებულები არ არიან, არის იმ შეკრების დამსახურება, რომელიც ნიკა მელიამ ჩაატარა გუშინ გვიან ღამით თავის კოლეგებთან ერთად, როდესაც ვისუბრეთ და ნიკამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ თავის კოლეგებს, თავის აქტივისტებს, ყველას სთხოვა, რომ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოდ მშვიდად უნდა დახვედროდნენ მოსულ სამართალდამცველებს. ეს არის მისი დამსახურება 1000%-ით და როგორი უსინდისობაც მისი დაპატიმრებაა, ისეთივე და არანაკლები უსინდისობაა, რომ ახლა ის, რომ შტურმის დროს არავინ დაშავებულა მიიწერეს გომელაურმა და ღარიბაშვილმა",- თქვა ანზორ ბიწაძემ.

ამავე თემაზე