2021-02-23 17:16:02
ნიკა მელიას დაკავებამ ესკალაცია უფრო გაამწვავა და როგორც ჩანს პოლიტიკური კრიზისიც უფრო ღრმავდება – ევროკომისიის სპიკერი

ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ნიკა მელიას დაკავებამ ესკალაცია უფრო გაამწვავა და როგორც ჩანს პოლიტიკური კრიზისიც უფრო ღრმავდება – ასე ეხმაურება, ევროკომისიის საგარეო უწყების პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერი ნიკა მელიას დაკავების გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

"ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ნიკა მელიას დაკავებამ ესკალაცია უფრო გაამწვავა და როგორც ჩანს პოლიტიკური კრიზისიც უფრო ღრმავდება. ამ კონტექსტში ევროკავშირი იმეორებს თავის მოწოდებას და დაჟინებით მოითხოვს ყველა მხარის გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება და პასუხისმგებლობა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასაცავად.

პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, მაგრამ ამავე დროს პანდემიის შედეგებთან გამკლავების წინაპირობაა. ასევე, საციცოხლო მნიშვნელობა აქვს იმ რეფორმების განსახორციელებლად, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობების გასაღრმავებლად." – აცხადებს ბორელი.

ამავე თემაზე