2021-02-23 17:06:55
დასავლეთმა ეს უნდა აღიქვას ყველაზე არადემოკრატიულ ნაბიჯად საქართველოში, მას შემდეგ რაც 2019 წლის ივნისში ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალა გამოიყენა – კორტნი

დასავლეთმა ეს უნდა აღიქვას ყველაზე არადემოკრატიულ ნაბიჯად საქართველოში, მას შემდეგ რაც 2019 წლის ივნისში ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალა გამოიყენა – ასე ეხმაურება, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას ტვიტერზე, საქართველოს ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი.

"დასავლეთმა ეს [ნიკა მელიას დაკავება] უნდა აღიქვას ყველაზე არადემოკრატიულ ნაბიჯად საქართველოში, მას შემდეგ, რაც 2019 წლის ივნისში ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალა გამოიყენა. სამოქალაქო საზოგადოება მხარს უჭერს დემოკრატიას, როგორი იქნება მათი რეაქცია ახლა, ვარდების რევოლუციის მსგავსი აჯანყება?" – წერს კორტნი.

ამავე თემაზე