2021-02-23 17:05:22
პოლონეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს – პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ყველა მხარეს მოვუწოდებთ პატივი სცენ კანონის უზენაესობას, თავი შეიკავონ არსებული დაძაბულობის ესკალირებისგან – ასე ეხმაურება, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიკა მელიას დაკავების გარშემო განვითარებულ მოვლენებს. 

"პოლონეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. პოლიტიკური დაპირისპირების ყველა მხარეს მოვუწოდებთ პატივი სცენ კანონის უზენაესობას, თავი შეიკავონ არსებული დაძაბულობის ესკალირებისგან და დაუბრუნდნენ პირადაპირ დიალოგს. სტაბილური და პროგნოზირებადი საქართველო არის ევროკავშირის საკვანძო პარტნიორი რეგიონში." – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე