2021-02-23 16:40:41
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც კარავი გაშალეს

სამოქალაქო აქტივისტებმა და ნიკა მელიას მარდამჭერებმა პარლამენტის წინ კარვები გაშალეს. ადგილზე სამი კარავი უკვე დგას, თუმცა არსებული ინფორმაციით, მათი რაოდენობა გაიზრდება.

„აბა მოგვერიონ, ვერაფერს ვერ გვიზამენ. ეს კარავი სიმბოლურია, ჩვენ ისეთ წყობაში ვცხოვრობთ - ოლიგარქიულში, სადაც აქტივისტებს, ჩემს მეგობრებს - პოლიტიკურ ლიდერებს აპატიმრებენ",- განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ.

ამავე თემაზე