2021-02-23 16:15:50
ციხე არ კლავს, ციხე მხოლოდ აძლიერებს, ეს არ არის მისი დაკარგული დრო, ეს არის ის დრო, რომელიც მას გააძლიერებს – უგულავა

მეგობრებო, ციხე არ კლავს, ციხე მხოლოდ აძლიერებს, ეს არ არის მისი დაკარგული დრო, ეს არის ის დრო, რომელიც მას გააძლიერებს – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქციაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგი უგულავამ.

"როგორც ციხეში ნამყოფი კაცი, ერთ რამეს გეტყვით, ახლა მაგარი ტაშით, მაგარი შეძახილით გავამხნევოთ ნიკა, ყველამ ერთად. მეგობრებო, ციხე არ კლავს, ციხე მხოლოდ აძლიერებს, ეს არ არის მისი დაკარგული დრო, ეს არის ის დრო, რომელიც მას გააძლიერებს. ის მალე გამოვა და ჩვენთან ერთად, თქვენთან ერთად გაათავისუფლებს ამ ქვეყანას ამ საზიზღრობისგან, რასაც ივანიშვილი და ეს ცახესი ღარიბაშვილი ჰქვია, გაიხარეთ მეგობრებო“, – განაცხადა უგულავამ.

ამავე თემაზე