2021-02-23 13:49:57
ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს – სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი, მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს ამ შეფასებას – ვოლსკი

სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი, აბსოლუტურად მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს ამ შეფასებას – ასე ეხმაურება, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი სახალხო დამცველის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება.

"ნინო ლომჯარიამ ამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს, ჯობია და სამართლებრივად შეაფასოს ვითარება - რამდენად დაცული იყო ადამიანის უფლებები, როცა აკავებდნენ, გადაჭარბა თუ არ გადაჭარბა ძალას პოლიციამ, სწორი გადაწყვეტილება არის სასამართლოსი თუ არ არის სწორი, ამაზეც კი შეუძლია იმსჯელოს, მაგრამ რა იყო სამარცხვინო, მე უკეთ ვიცი.

სამარცხვინია, როცა ადამიანებს დედას აგინებენ პირდაპირ ეთერში, პრეზიდენტს ამკობენ ისეთი სიტყვებით, რომელიც გამოწვევაა მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის და სახალხო დამცველი დუმს.

სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი, აბსოლუტურად მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს ამ შეფასებას და სახელწოდებას მისი საქმიანობა, დაფიქრდეს, სამართლებრივი შეფასებები მისცეს და ამ თემასთან დაკავშირებით ვიკამათოთ, ეს არის მისი ვალდებულება." – აცხადებს ვოლსკი.

ამავე თემაზე