2021-02-23 13:20:04
ჩვენმა მეგობრებმა ბევრ მიაღწიეს - უპასუხისმგებლობა იქნება ამ ყველაფრის წყალში გადაყრა - ლინკევიჩუსი

ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება და წერს, რომ შეშფოთებულია საქართველოში არსებული დაძაბულობით

"შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული დაძაბულობით. ჩვენმა მეგობრებმა ბევრ მიაღწიეს: ლიდერები არიან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციაში, NATO-ს ყველაზე აქტიური პარტნიორები არიან. უპასუხისმგებლობა იქნება ამ ყველაფრის წყალში გადაყრა. ყველა ლიდერმა უნდა გამოიჩინოს თავშეკავება და პირველ რიგში სახელმწიფო ინტერესებით იმოქმედოს". - წერს ლინკევიჩუსი.

 

 

 

 

ამავე თემაზე