2021-02-23 13:17:01
მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიის ოფისის ძალადობრივ შტურმს – ესტონეთის საგარეო

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და "ოპოზიციური პარტიის ოფისის ძალადობრივ შტურმს" გმობს.

"ესტონეთი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიის ოფისის ძალადობრივ შტურმს და პოლიტიკური ვითარების გამწვავებას თბილისში. მოვუწოდებთ მთავრობასა და ოპოზიციას თავშეკავებისკენ და მივმართავთ, დაუბრუნდნენ პოლიტიკურ დიალოგს. მნიშვნელოვანია, რომ მომავლისთვის სწორი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული", - ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე თემაზე