2021-02-23 12:43:52
23 თებერვალს გილოცავთ მეგობრებო!!! – ესაა ქვეყანა, სადაც ოპოზიციის ლიდერებს იჭერენ მხოლოდ იმისთვის, რომ ოპოზიციის ლიდერები არიან – გიგაური

23 თებერვალს გილოცავთ მეგობრებო!!! – ესაა ქვეყანა, სადაც ოპოზიციის ლიდერებს იჭერენ მხოლოდ იმისთვის, რომ ოპოზიციის ლიდერები არიან – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას.

"23 თებერვალს გილოცავთ მეგობრებო!!! დღეს რომ ხდება ოპოზიციის ლიდერის დაკავება და ოპოზიციური პარტიის შტურმით აღება სიმბოლურიც არის ძალიან სამწუხაროა ის რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში. დღეს უკვე სხვა მოცემულობაა საქართველოში. ესაა ქვეყანა, სადაც ოპოზიციის ლიდერებს იჭერენ მხოლოდ იმისთვის, რომ ოპოზიციის ლიდერები არიან" – წერს გიგაური.

ამავე თემაზე