2021-02-23 11:53:59
ერთმანეთზე ძალის დემონსტრირება არის სირცხვილი და დამღუპველი – საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი

ერთმანეთზე ძალის დემონსტრირება არის სირცხვილი და დამღუპველი – ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე წერს, რითაც ეხმაურება, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას.

"ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები! ერთმანეთზე ძალის დემონსტრირება არის სირცხვილი და დამღუპველი. გვეყო ერთ წრეზე სიარული, სადაც მიგვიყვანა ყველა კარგად ვხედავთ", - წერს ჯანელიძე.

ჯანელიძე მინისტრის პოსტს ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, 2015-2018 წლებში იკავებდა.

ამავე თემაზე