2021-02-23 11:50:52
ნიკა მელია რუსთავში, სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაშია გადაყვანილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია რუსთავში, სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაშია გადაყვანილი. ამის შესახებ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ.

სამართალდამცველებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს დააკავეს.

ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. შსს აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

 

"პირველ არხი"

ამავე თემაზე