2021-02-23 10:57:21
სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის, როდესაც ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ კანონზე მაღლა დგანან, ეს არ მოხდება – სუბარი

სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის, როდესაც ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ კანონზე მაღლა დგანან, ეს არ მოხდება – ამის შესახებ საპარლამენტო უმრვალესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„სხვათა შორის ორ დღეში არის საქართველოს დამოუკიდებლობის დაცემის დღე და სწორედ იმან განაპირობა დამოუკიდებლობის დაცემა, რომ აქ, შიგნით იყო ბოლშევიკური მეხუთე კოლონა, რომელიც არ ემორჩილებოდა კანონს და ყველაფერს აკეთებდა სახელმწიფოსთვის ძირის გამოსათხრელად. ის დღე აღარ არის. საქართველოს სახელმწიფო ძლიერია და კანონი აღსრულდება, კანონს ყველა დაემორჩილება.

ქვეყანას აზიანებს, სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის, როდესაც ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ კანონზე მაღლა დგანან, ეს არ მოხდება. 1921 წლის 25 თებერვალს ქვეყანა დაღუპა იმან, რომ საქართველოში იყო მეხუთე კოლონა, რომელიც კანონს არ ემორჩილებოდა, რომელიც ყოველდღე აწყობდა დესტრუქციას ქუჩაში, შემოვიდა გარედან წითელი არმია და ამან დაღუპა ქვეყანა. დღეს საქართველოს სახელმწიფო არის ძლიერი და იგივე ვერ განმეორდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამავე თემაზე