2021-02-23 10:24:39
ძალადობამ და ესკალაციამ არ შეიძლება, გამოიწვიოს დადებითი შედეგები – ლიეტუვის ელჩი

ძალადობამ და ესკალაციამ არ შეიძლება, გამოიწვიოს დადებითი შედეგები – ასე აფასებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში" საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას.

„დღის სამწუხარო დასაწყისი, თბილისში, ოპოზიციური პარტიის ოფისში განვითარებული მოვლენების ნახვა. ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ საქართველოს მომავლისთვის. ძალადობამ და ესკალაციამ არ შეიძლება, გამოიწვიოს დადებითი შედეგები“, – წერს ლიეტუველი დიპლომატი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

ამავე თემაზე