2021-02-22 11:48:21
მძიმე ათწლეულით დაღლილმა ხალხმა მთელი იმედები ვარდების რევოლუციაზე დაამყარა, შედეგად კი, განვითარების ნაცვლად, მივიღეთ ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება – ღარიბაშვილი

მძიმე ათწლეულით დაღლილმა ჩვენმა ხალხმა მთელი იმედები ე.წ. ვარდების რევოლუციაზე დაამყარა, შედეგად კი, განვითარების ნაცვლად, მოჩვენებითი განვითარების ნაცვლად, მივიღეთ ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა, ძალიან მოკლედ გავიხსენო 90-იან წლებში არჩეული ჩვენი პირველი პრეზიდენტის, გამსახურდიას დევნით თუ შემდეგ მისი მკვლელობით, შევქმენით სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პრეცედენტი, თავიდან ვერ ავიცილეთ ძმათამკვლელი ომები, საკუთარი ხელით გავანადგურეთ ჩვენივე ინდუსტრია, განათლება, ჯანდაცვა და ასე შემდეგ. მძიმე ათწლეულით დაღლილმა ჩვენმა ხალხმა მთელი იმედები ე.წ. ვარდების რევოლუციაზე დაამყარა, შედეგად კი, განვითარების ნაცვლად, მოჩვენებითი განვითარების ნაცვლად, მივიღეთ ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ადამიანების წამება, ყველა უფლებების ფეხქვეშ გათელვა, საბედისწერო ომი უმძიმესი შედეგებით, ტერიტორიების დაკარგვითა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით, რამაც კიდევ უფრო გაართულა კონსტრუქციული, რაციონალური პოლიტიკისა და დიპლომატიის გზით აფხაზებთან და ოსებთან შერიგების შესაძლებლობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამავე თემაზე