2021-02-22 11:09:37
ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წლები გველის – გიორგი ქადაგიძე

ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული  – საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის აზრით, ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წლები გველის.

სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე გიორგი ქადაგიძე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ეხმაურება.

"წინასწარ ბოდიში ფბ მეგობრებს და მაინც გვახსოვდეს, რომ მწვავე პოლიტიკურ კრიზისთან ერთად:

2020 წელი დავხურეთ ეკონომიკის 6%-იანი ვარდნით

2021 წლის იანვარში საგარეო ვაჭრობა დამატებით შემცირდა 16%-ით

2020 საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ 146 ათასს მიაღწია

2020 წელს 25,000-ით შემცირდა სამუშაო ძალა და 80,000 -ით დასაქმებულთა რაოდენობა, უმუშევრთა რაოდენობა 310 ათასამდე გაიზარდა. დამატებით 50,000 ადამიანი დარეგისტრდა ქვეყნიდან გასაქცევად

მთავრობის (ჩვენი საბოლოო ჯამში) ვალი და კურსი ისტორიულ მაქსიმუმზეა

92 ქვეყანაში, 205 მილიონი ვაქცინა გაკეთდა (ჩვენთან ნული), მხოლოდ აშშ-ში დღეში 1,4 მილიონ ვაქცინაზე ავიდნენ და დიდი ალბათობით ზაფხულამდე კოვიდს დაამარცხებენ.

ამ დროს, ერთპარტიული პარლამენტი „ამტკიცებს“ მთავრობას, რომლის იმედი ქართული ოცნების მხარდამჭერების დიდ ნაწილსაც კი არ აქვს.

ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული." – წერს ქადაგიძე.

ამავე თემაზე