2021-02-19 19:59:21
გაუგებარია რატომ უნდა დაიჭირონ ნიკა მელია, როდესაც ამის მიზეზი გავრილოვის საქმეა – რასა იუკნევიჩენე

გაუგებარია რატომ უნდა დაიჭირონ ნიკა მელია, როდესაც ამის მიზეზი გავრილოვის საქმეა – ასე ეხმიანება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ნატო-ს საპარლამენტო ანსამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი რასა იუკნევიჩენე.

როგორც იუკნევიჩემ "მთავართან" საუბრისას აღნიშნა, ასეთ სიტუაციებში პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება. 

"მე ვხედავ რომ სიტუაცია უარესდება და კრიზისი ღრმავდება ამ სიტუაციიდან  გამოსვლის გზა პირველ რიგში არის მოლაპარაკებები. მე იმედი ამქვს, რომ საქართველოში პასუხისმგებლიანი ხალხი არსებობს ორივე მხარეს, თუმცა გაცილებით, უფრო მეტად პასუხისმგებლობის გამოჩენა მოეთხოვება მმართველ პარტიას, როდესაც ასეთი კრიზისია ეს ყველგან ასეა.

ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ამ კრიზისის მიზეზი არის ოპოზიციური პარტიის ლიდერისთვის პატიმრობის შეფარდება. ჩვენთვის ეს საკამოდ უცნაურია. გაუგებარია რატომ უნდა დაიჭირონ ნიკა მელია, როდესაც ამის მიზეზი გავრილოვის საქმეა. ეს ყველაფერი კრემლთან არის დაკავშირებული, რომლესაც ინტერესები და გავლენა აქვს საქართველოში. ასე რომ, აქ, ევროპარლამეტში საქართველოდან ცუდი ამბები მოგვდის და ბევრი კითხვა რჩება პასხგაუცემელი. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციის ხელში მეტი შესძლებლობები გვექნებოდა ამ მიმართულებით, მაგრამ ახლა საქართველო ძალიან ცუდ ნაბიჯებს დგამს.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები გაიმართოს მხარეებს შორის. რიგგარეშე არჩევნები კი ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა უნდა იყოს, რადგან ამან, შესაძლოა, ყველაფერი საბოლოოდ მოაგვაროს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით, რომ ეს კარგი შესაძლებლობა იქნბოდა. ახლა პარლამენტი ფუნქციური არ არის, რადგან ოპოზიცია არ მონაწილეობს მის მუშოაბაში. ახლა ამას ახალი დაპატიმრებაც ემატება, რაც პოლიტიკურ ტემპერატურას ზრდის, ეკონომიკაც ცუდ მდგომარეობაშია. ამიტომ, მე რომ თქვენი მმართველი პარტიის წევრი ვიყო, რა თქმა უნდა, სწორედ ამას გავაკეთებდი", - განაცხადა რასა იუკნევიჩენემ "მთავართან" საუბრისას.  

ამავე თემაზე