2021-02-19 17:37:26
გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობა დატოვა

ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობა დატოვა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ განცხადება, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გუშინ გააკეთა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობის გამო მიიღო.

"იქიდან გამომდინარე, რომ მე ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე თანამდებობიდან.

მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რადგანაც, დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და ჩვენ შორის დაპირისპირება არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავებისთვის,"-განაცხადა ყოფილმა პრემიერმა. 

ამავე თემაზე