2021-02-19 10:52:26
NASA-ს მარსმავალი "პერსევერანსი" წითელ პლანეტაზე დაჯდა

თითქმის 500 მილიონ კილომეტრიანი მოგზაურობის შემდეგ, NASA-ს ახალი მარსმავალი „პერსევერანსი“  მარსზე დაჯდა.

პერსევერანსი“, რომელსაც სახელი უზუსტესად შეურჩიეს (ნიშნავს „შეუპოვრობას“), დედამიწიდან ფლორიდის ცაში 2020 წლის 30 ივლისს გაიჭრა, როდესაც ჩვენს პლანეტაზე კორონავირუსის პანდემია მძვინვარებდა.

მისია ისტორიულია. „პერსევერანსი“ ეზეროს კრატერში დაჯდა — 45 კმ სიგანის აუზში მდინარის ძველი, დამშრალი დელტათი, კლდეებით, დიუნებითა და ქვა-ღორღიანი ველებით, სადაც ის უძველესი, პრიმიტიული სიცოცხლის კვალს მოძებნის.

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის მარსის ზედაპირი ცივი უდაბნოა, NASA-ს წინა მისიებიდან მეცნიერებმა იციან, რომ წითელ პლანეტაზე ერთ დროს წყალი არსებობდა და ზედაპირზე საკმაოდ თბილი გარემო იყო, რაც შეიძლება ხელსაყრელიც ყოფილიყო მიკრობული სიცოცხლისთვის.

ამავე თემაზე