2021-02-19 10:32:48
საქართველოს ხელისუფლებამ, მელიას დაკავების გადაწყვეტილებით, გამოსავლის მოძებნის ნაცვლად პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება აირჩია – EPP

ევროპის სახალხო პარტია (EPP), რომელსაც ევროპარლამენტში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა აქვს, ნიკა მელიას საქმის გარშემო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს Twitter-ზე ეხმაურება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა და სასამართლოს ინსტრუმენტალიზაციას უბრუნდება. 

"სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილებით, გამოსავლის მოძებნისა და კომპრომისის ნაცვლად პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება აირჩია.

საქართველო შეიძლება იყოს წამყვანი ქვეყანა რეგიონში, მაგრამ უბრუნდება პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა და სასამართლოს ინსტრუმენტალიზაციას. ვადამდელი არჩევნები და დიალოგის განახლება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა იყოს განხილული მდომარეობიდან გამოსვლის გზად". – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე თემაზე