2021-02-18 15:33:29
ვარ სერიოზულად დამწუხრებული, ბევრად მეტს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო - ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი

ვარ სერიოზულად დამწუხრებული, ზიზღსაც კი იწვევს ის, რაც ხდება ქვეყანაში, რომლის პოპულარიზაციისთვის, დაცვისთის, გაზრდისთვის, დახმარებისთვის 23 წელი გავატარე. ბევრად მეტს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო – ასე ეხმაურება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი, თავის Twitter-ის გვერდზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

"არ წახვიდე ამ გზით, საქართველო. ბევრი ადამიანი და ქვეყანაა ევროპაში, რომლებიც მოხარულები იქნებიან თქვენი ჩამოწერით - ერთით ნაკლები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელზეც უნდა ვიდარდოთ. ისინი კვებავენ თვითწარმოქმნილ ნარატივს თქვენზე, რომ ხართ არარეფორმირებადი და არ იმსახურებთ მხარდაჭერას. 

დიპლომატიური განცხადებებისგან განსხვავებით, როდესაც ვამბობ, რომ "ღრმად შეშფოთებული" ვარ, ეს ნიშნავს, რომ ვარ სერიოზულად დამწუხრებული, ზიზღსაც კი იწვევს ის, რაც ხდება ქვეყანაში, რომლის პოპულარიზაციისთვის, დაცვისთის, გაზრდისთვის, დახმარებისთვის 23 წელი გავატარე. ბევრად მეტს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო." – წერს ჰენდრიკი.

ამავე თემაზე