2021-02-18 14:37:08
“კალა ვირეშმაკა კაცია, წესით არ უნდა გაებას" - ნოდარ ხარშილაძე

ერთადერთი რეიტინგიანი ვინც დარჩათ არის კალაძე, თუმცა ეხლა პრემიერობაზე დათანხმება განტევების ვაცის ფუნქციის ნებაყოფლობითი მორგებაა, კალა ვირეშმაკი კაცია, წესით არ უნდა გაებას – წერს სოციალურ ქსელში, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე

"დომინოს სცენარი სრულიად შესაძლებელია. ის რომ გახარია გადადგა და არა სხვები გაადაყენა მეტყველებს რომ სისტემა არ არსებობს. დღეს ოცნებაში გავლენებს ატოლებენ და მობილურის ზარების ისტორიას თუ ვის დაურეკა ბოლოს ბიძინამ. ასეთი სისტემები მუშაობს როცა წილებს იყოფენ და მედლების არიგებენ, კრიზისულ ვითარებაში ყველა თავის დამარხულ ფულს დაიცავს. კობახიძე აბსურდის აგრესიულ სტილში გასაჟღერებლად ვარგა, მაგრამ ლიდერობისთვის ყველაფერი აკლია თმების გარდა. ერთადერთი რეიტინგიანი ვინც დარჩათ არის კალაძე, თუმცა ეხლა პრემიერობაზე დათანხმება განტევების ვაცის ფუნქციის ნებაყოფლობითი მორგებაა, კალა ვირეშმაკი კაცია, წესით არ უნდა გაებას. ოპოზიციისთვის ორი რამე იქნება მნიშველოვანი, ერთობა და პარტნიორ ქვეყნებთან სწორი კომუნიკაცია. არის შანსი რომ ქვეყანა გადარჩეს." – წერს ხარშილაძე.

ამავე თემაზე