2021-02-17 19:08:23
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოსთხოვა

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოსთხოვა. ამის შესახებ ალექსეი ნავალნის ადვოკატმა, ოლგა მიხაილოვამ განაცხადა.

„ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ჩვენს მიმართვასთან დაკავშირებით. აღნიშნული მიმართვა ალექსეი ნავალნის უკანონო დაკავებას ეხება. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე მიიღო. მოქმედი ნორმების თანახმად, რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს“, - განაცხადა ალექსეი ნავალნის ადვოკატმა.

ამავე თემაზე