2021-02-17 15:32:16
ქვეყანაში გაჩნდება ახალი მიზიდულობის ცენტრები და გაცოცხლდება მივიწყებული კურორტები – ცქიტიშვილი

ქვეყანაში გაჩნდება ახალი მიზიდულობის ცენტრები და გაცოცხლდება მივიწყებული კურორტები – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მასშტაბურ პროექტებთან ერთად განვითარდება შედარებით მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას.

„აბასთუმნის, ბაკურიანის ურბანული განახლების მასშტაბური პროექტებთან ერთად, არ ვივიწყებთ შედარებით მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურას. ასეთ პროექტებს შორისაა ტობავარჩხილისა და მწვანე ტბასთან მისასვლელი გზები, ყაზბეგსა და ბორჯომში მუზეუმების რეაბილიტაცია, ონის მუზეუმის მშენებლობა, ფოკის და ზარზმის მონასტრებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ამავე თემაზე