2021-02-15 16:06:37
რუსეთი ფულად გზავნილებში პირველ ადგილზე აღარაა, ეს პოზიცია იტალიამ დაიკავა

ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაცია ფულადი გზავნილების სტატისტიკაში პირველ ადგილს აღარ იკავებს. 2021 წლის იანვარში ყველაზე დიდი ფულადი ნაკადი საქართველოში იტალიიდან შემოვიდა. 

2021 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $149.8 მილიონი დოლარი (493.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 19.2%-ით ($24.1 მილიონით) მეტია 2020 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მთლიანობაში იტალიიდან იანვარში საქართველოში $27.3 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 29.7%-ით მეტია, რუსეთიდან კი გზავნილები 11.4%-ით, $23.2 მილიონ დოლარამდე შემცირდა. 
 

ქვეყნები, საიდანაც იანვარში ყველაზე მეტი გზავნილი შემოვიდა:

  1. იტალია - 27.32 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 29.72% 
  2. რუსეთის ფედერაცია - 23.18 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -11.44%
  3. საბერძნეთი - 18.62 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 25.25% 
  4. აშშ -18.07 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან  33.24%
  5. ისრაელი - 13.16 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან  0.55% 
  6. თურქეთი - 7.16 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან  8.54% 
  7. უკრაინა - 6.43 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან  80.65% 
  8. გერმანია - 6.06 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან  57.15% 
  9. აზერბაიჯანი - 5.32 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან  213.08% 
  10. ესპანეთი - 3.51 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან  1.82% 
  11. საფრანგეთი - 2.39 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან  32.79% 
  12. ყაზახეთი - 2.20 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან  11.21%
  13. პოლონეთი - 1.95 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან  2.94% 
  14. კანადა - 1.46 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან  53.67% 
  15. გაერთიანებული სამეფო - 1.37 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან  15.59% 
ამავე თემაზე