2021-02-15 12:17:17
მე არ დავარქმევდი ამას კომენდანტის საათს, კომენდანტის საათი გაცილებით მკაცრი რამაა – თურნავა

მე არ დავარქმევდი ამას კომენდანტის საათს, კომენდანტის საათი გაცილებით მკაცრი რამაა – ასე პასუხუბს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კითხვას, იგეგმება თუ არა კომენდანტის საათის გაუქმება ან გადაადგილების შეზღუდვის დროის გადაწევა.

"ერთ-ერთი ყველაზე წონადი ღონისძიება, რაც საბჭოს გადაწყვეტილებით განვახორციელეთ ნოემბერში, როდესაც დავაწესეთ ეს "წერტილოვანი შეზღუდვები", იყო სწორედ ღამის საათების [გადაადგილების] შეზღუდვა, მე არ დავარქმევდი ამას კომენდანტის საათს, კომენდანტის საათი გაცილებით მკაცრი რამაა.

სწორედ ამ გადაწყვეტილებისა და ზომის გამო, ჩვენ დღეს შეგვიძლია ვილაპარაკოთ შემსუბუქებაზე. ცალსახად ვთქვათ, რომ ეს იყო ისეთი ამკრძალავი ფორმა, რომელმაც სხვა ქვეყნებშიც და საქართველოშიც, მოგვცა პოზიტიური ეფექტი. რა თქმა უნდა, მის შემსუბუქებას ან გაუქმებას წინ დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს, არ შეიძლება ყველაფერი ერთად რომ შევამსუბუქოთ. ჯერჯერობით ამაზე მსჯელობა არაა." – განაცხადა თურნავამ.

ამავე თემაზე