2021-02-15 11:31:32
მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის პარტნიორობა კიდევ უფრო ძლიერდება – ვენდი მორტონი

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საგარეო თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტროს ევროპისა და ამერიკის საქმეთა მინისტრი, ვენდი მორტონი Twitter-ის საკუთარ გვერდზე საქართველოში თავის პირველ ვიზიტზე წერს და აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნის მტკიცე პარტნიორობა სულ უფრო ძლიერდება.

ვენდი მორტონი მისალმებას ქართულ ენაზე აქვეყნებს.

„დილა მშვიდობისა, საქართველო. შესანიშნავია დღეს ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში, ბრიტანეთისა და საქართველოს დინამიური პარტნიორობის მოქმედებაში ნახვა. ჩვენი ქვეყნები ახლო მოკავშირეები არიან და მოხარული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა ძლიერდება“, – წერს ბრიტანელი მინისტრი.

ამავე თემაზე