2021-02-12 11:40:15
უკრაინაში კორონავირუსის 4,773 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 4,773 ადამიანს დაუდასტურდა, 116 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,262,867 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 24,174 პაციენტი ემსხვერპლა, 1,106,155 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ამავე თემაზე