2021-02-12 11:16:05
ჩინეთის მარეგულირებელმა ქვეყნის ტერიტორიაზე BBC World News-ის მაუწყებლობა აკრძალა

ჩინეთის რადიოსა და ტელევიზიის სამმართველომ ქვეყნის ტერიტორიაზე BBC World News-ის მაუწყებლობა აკრძალა. მარეგულირებელში აცხადებენ, რომ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია სანდოობისა და მიუკერძოებლობის პრინციპს არღვევს.

„ვინაიდან არხი ჩინეთში მაუწყებლობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, BBC World News-ი ვერ შეძლებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუშაობის გაგრძელებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე