2021-02-10 19:15:28
ალექსეი ნავალნის მეუღლემ რუსეთი დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ ქვეყანა დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, იულია ნავალნაია დომოდედოვის აეროპორტიდან ფრაკფურტში გაფრინდა. მისი გერმანიაში გამგზავრების მიზეზი მედიისთვის უცნობია.

2 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის ხელისუფლება ალექსეი ნავალნის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

ამავე თემაზე