2021-02-10 10:05:47
აშშ-ს სენატმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად სცნო

შეერთებული შტატების სენატმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად სცნო. გადაწყვეტილებას მხარი 56 სენატორმა 44 წინააღმდეგ დაუჭირა. მხარდამჭერებს შორის 6 რესპუბლიკელია.

ექსპრეზიდენტის დაცვის მხარე აცხადებდა, რომ სახლის დატოვების შემდეგ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი არ უნდა გამართულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ მან პრეზიდენტის თანამდებობა უკვე დატოვა, სენატი შეძლებს იმპიჩმენტის პროცესი გამოიყენოს იმისათვის, რომ ტრამპს მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა აეკრძალოს. მან უკვე გამოთქვა 2024 წლის არჩევნებში კენჭისყრის სურვილი.

პროცესი გრძელდება. ხვალიდან თითოეულ მხარეს ექნება 16 საათი საქმის წარსადგენად. თითოეულ დღეს მხარეებმა წარდგენისთვის 8 საათს არ უნდა გადააჭარბონ და მათ ამისთვის სულ ორი დღე აქვთ. ამის შემდეგ, სენატს ექნება 4 საათი რათა მათ კითხვები დაუსვას. თუ პროკურორები მოწმეებს დაუძახებენ ან მეტ დოკუმენტებს მოითხოვენ, მხარეებს საქმის წარსადგენად 4 საათი ექნებათ. შემდეგ კი თითოეულ მხარეს ექნება 4 საათი დამამთავრებელი არგუმენტების სათქმელად.   

 

ამავე თემაზე